ეს ყოველთვის ადამიანები არიან — ეს თქვენც იცით;
მათი გული არის პატარა ვარსკვლავი, რომელიც დედამიწას ანათებს.
სხვა ადამიანებთან შეხვედრები და ურთიერთგაცვლა სამშვინველის ექვს სავარჯიშოსთან გატარებულ დროს განსაკუთრებულ სიმდიდრესა და სიღრმეს სძენს. ამიტომ გვინდა, მოგიწოდოთ, ეს გზა მარტომ არ გაიაროთ და, თუ სურვილი გექნებათ, დაუკავშირდეთ მეგობარ-თანამგზავრს (პარტნიორს) ან თქვენს რეგიონულ ჯგუფს.
მეგობარ-თანამგზავრთან შეგიძლიათ იდეების გაცვლა, აზრებისა და გამოცდილებების გაზიარება და ერთმანეთის მხარდაჭერა ამ გზაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სირთულეები იჩენს თავს. ეს ცოტათი ჰგავს დიდ მოგზაურობას: სასიამოვნოა, როცა გვერდით მეგობარი გყავს. თუ ჯერ არ გყავთ მეგობარ-თანამგზავრი, შეგიძლიათ ქვემოთ მონიშნოთ შესაბამისი ველი და მიუთითოთ, რომ გსურთ ასეთი პარტნიორი; ჩვენ კი ერთმანეთს დაგაკავშირებთ.
ერთმანეთის მხარდაჭერისა და კურსის შინაარსთან დაკავშირებული იდეების გაცვლის კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა რეგიონული ჯგუფი. ასეთი ჯგუფის შექმნა შეგიძლიათ თქვენს რეგიონში მცხოვრებ სხვა ადამიანებთან ერთად, რაც ერთმანეთთან ფიზიკურად შეხვედრის შესაძლებლობასაც მოგცემთ. მოხარულები ვიქნებით, მხარი დაგიჭიროთ, დაგეხმაროთ პირველი ნაბიჯების გადადგმაში და ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას, რომელიც ამ პროცესში გაგიჩნდებათ. თავად შეხვედრების ორგანიზება კი უკვე თქვენს ხელშია.
მეგობარ-თანამგზავრი იქნება ეს თუ რეგიონული ჯგუფი – „ეს ყოველთვის ადამიანები არიან“, რომლებსაც შეუძლიათ გაამდიდრონ თქვენი შეხება სამშვინველის ექვს სავარჯიშოსთან და გაგიხსნან ახალი პერსპექტივები.
მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენს პროექტს შემოწირულობით დაუჭერთ მხარს (შემოწირულობის დამადასტურებელი საბუთით):
GLS-Bank: DE46 4306 0967 1254 3002 00
PayPal: Jahrestraining@Philosophie-der-Freiheit.de
Sommerkurs · Basic Ecercises · 2026
Leben im Denken e.V.-ის პროექტი , ერთად:
ერთწლიანი კურსი: თავისუფლების ფილოსოფია და
Life after Death